ვიდეოს მეშვეობით ენის შესწავლა სიახლე არ არის. თუმცა, ენის შემსწავლელებისთვის, მთავარი პრობლემა იმის ცოდნაა, როგორ გამოიყენონ ინტერნეტში არსებული რესურსები სწორად. ჩვენ შევეცდებით, მოგცეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ენის შესწავლისას.
მაგალითისთვის ავიღოთ “ჯოისის აკადემიის” იუთუბის ვიდეოარხი Joyce Academy, რომელიც ამჟამად ოთხ ვიდეოსიას (playlist) მოიცავს: Beginner English, Elementary English, Pre-Intermediate English და Intermediate English. დონის შესაბამისად, შეგიძლიათ რომელიმე ვიდეოსია აირჩიოთ და შესაბამისი ვიდეო ჩართოთ.
ვიდეოთი სწავლის ხერხები:
მოქმედებების გამომხატველი ვიდეო
1.ხელთ იქონიეთ რვეული და კალამი ან სხვა ნებისმიერი საშუალება ჩანაწერების გასაკეთებლად, ჩართეთ ვიდეო და ბოლომდე უყურეთ, ოღონდ ხმის გარეშე. ჩაინიშნეთ ვიდეოში მიმდინარე მოქმედებები.ვიდეოს დასასრულს, გადახედეთ ჩანაწერებს და მათი მეშვეობით ისაუბრეთ ვიდეოზე. შეგიძლიათ ჩაინიშნოთ საგნები, მოქმედებები, ადგილი, ადგილზე განთავსებული საგნები, ფერები. თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ ახსნათ თუ რატომ ხდება ვიდეოში ესა თუ ის მოქმედება (მიზეზობრიობა).
რას დახვეწთ?
შეგიძლიათ დახვეწოთ გრამატიკული დროის, არსებითი სახელებისა და თუ ზედსართავების გამოყენება.
2. შეგიძლიათ ვიდეო დრო და დრო გააჩეროთ და ივარაუდოთ რა მოხდება შემდეგ ( I think, to my mind, in my opinion, as I see).
რას დახვეწთ?
ამ შემთხვევაში ძირითადად გრამატიკული დროის სწორად გამოყენებასა და ლექსიკურ მარაგის გამოყენებას სწავლობთ.
თქვენი გამოცდილების შესახებ ვიდეოთი სწავლის შესახებ ელფოსტაზე info.gguni@gmail.com