რატომ უნდა ვისწავლო თქვენთან?
ჩვენთან ხშირად მოდიან სტუდენტები, რომელთაც სხვაგან (კერძო მასწავლებლებთან ან ენის სკოლებში) დიდხანს ისწავლეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ჩვენი კურსების გავლის შემდეგ ისინი უკვე საუბრობენ და წერენ, იგებენ და რეაგირებას ახდენენ მოსმენილ და წაკითხულ მასალაზე. ამას განაპირობებს ჩვენი უნიკალური სასწავლო პროგრამა, რომელიც აქცენტს კომუნიკაციის უნარის განვითარებაზე, გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი კულტურების სტუდენტისთვის გაცნობასა და სტუდენტის პროგრესის მუდმივ შემოწმებაზე აკეთებს. ჩვენი პედაგოგები გერმანული და ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტები არიან და არა მხოლოდ ამ ენაზე მოლაპარაკე მასწავლებლები. მათ კარგად იციან, როგორ ასწავლონ და შედეგს მიაღწიონ. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი სტუდენტების შეფასებები.
ჩვენი შეფასებები
Facebook: https://bit.ly/3QU4Xev
Google: https://bit.ly/47bxQIH
ონლაინ სწავლებას, ფიზიკურ საკლასო ოთახში სწავლება არ სჯობს?
ბევრი ჩვენი სტუდენტი სამსახურის/უნივერსიტეტის/სკოლის შემდეგ პოულობს დროს, გერმანული ან ინგლისური ენა ისწავლოს. მათ ურჩევნიათ, ნაკლები დრო დაკარგონ სატრანსპორტო საცობში სახლიდან ენის სკოლამდე და უკან, ასევე შესვენებების დროს. მათ სურთ სწრაფად მიაღწიონ შედეგებს და დრო ცოტა აქვთ ამისთვის. სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი ონლაინ სწავლას და მათი უმრავლესობა თანმიმდევრობით გადის ენის კურსებს ჩვენთან. მათი მთავარი საზომი შედეგია: როცა ისინი შედეგებს ხედავენ, სწორედ ამიტომ აგრძელებენ სწავლას.
ფიზიკურ საკლასო ოთახში სწავლის ხიბლი სოციალური ურთიერთობების განვითარებაშია, თუმცა, სწავლის შედეგთან ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, საშუალო სკოლებში, სულ ცოტა, 10 წელი მაინც სწავლობენ გერმანულ ან ინგლისურ ენას და როგორც ეროვნული გამოცდების შედეგები ადასტურებს, სტუდენტთა უმრავლეობას B1 დონეც კი არ აქვს... მაშინ როცა, ჩვენთან B1 დონეს, შესაბამისი დონის გავლის შემდეგ აუცილებლად აღწევს სტუდენტი და ამას ყოველთვიურად და კურსის ბოლოს დიდი გამოცდით ვზომავთ.
როგორ მიმდინარეობს ონლაინ სწავლება?
გაკვეთილები გიტარდებათ „ზუმის“ პროგრამის მეშვეობით, ხოლო ყოველთვიური და საბოლო ტესტირება, ასევე მოსასმენი, წასაკითხი და სხვა მასალა განთავსებულია სასწავლო პორტალზე, რომლის განახლებაც მუდმივად ხდება.
ვინ არიან თქვენი მასწავლებლები?
ჩვენი მასწავლებლები გერმანული და ინგლისური ფილოლოგიის გამოცდილი მასწავლებლები არიან.
შეიძლება მასწავლებლების საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ?
თუ გსურთ ქართულ-გერმანულ აკადემიაში ისწავლოთ გერმანული და ინგლისური ენა, შეგიძლიათ ჩვენს კურსებზე დარეგისტრირდეთ აკადემიის წარმომადგენლის მეშვეობით. მასწავლებლებთან კერძო კომუნიკაციას აკადემიის ეთიკის კოდექსი არეგულირებს.
რა ღირს სასწავლო კურსი?
სასწავლო კურსის ერთი თვის სწავლის საფასურია 120 ლარი.
რამდენ ხანს გრძელდება სასწავლო კურსი?
(გვესმის, რომ გსურთ, რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ შედეგებს, მაგრამ არ დაუჯეროთ რეკლამებს, რომლებიც 1 ან 3 თვეში სასწაულის მიღწევას გპირდებიან მცირე საკონტაქტო საათების ხარჯზე...)
ევროპული ენების ჩარჩოსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, A1 დონის დასაძლევად საჭიროა 60 საკონტაქტო საათი, A2 დონის დასაძლევად-120 საკონტაქტო საათი, B1 დონის დასაძლევად-120 საკონტაქტო საათი, B2 დონის დასაძლევად-200-240 საკონტაქტო საათი, ხოლო C1 დონის დასაძლევად-120 საკონტაქტო საათი. ეს რომ ვთარგმნოთ ჩვენი რეგულარული (არაინტენსიური) კურსების ენაზე ნიშნავს:
A1 დონე
- 1-3 სასწავლო თვე.
- 2-4 სასწავლო თვე. აქ ასევე შედის გოეთეს ინსტიტუტის გამოცდისთვის მომზადება.
A2 დონე
- 1-5 სასწავლო თვე.
- 2-5 სასწავლო თვე. აქ ასევე შედის გოეთეს ინსტიტუტის გამოცდისთვის მომზადება.
B1 დონე
- 1-5 სასწავლო თვე.
- 2-5 სასწავლო თვე. აქ ასევე შედის გოეთეს ინსტიტუტის გამოცდისთვის მომზადება.
B2 დონე
- 1-5 სასწავლო თვე.
- 2-5 სასწავლო თვე.
- 3-5 სასწავლო თვე. აქ ასევე შედის გოეთეს ინსტიტუტის გამოცდისთვის მომზადება.
კვირაში რამდენი გაკვეთილია?
რეგულარული კურსის შემთხვევაში, კვირაში სტუდენტს უტარდება ორი გაკვეთილი. ერთი გაკვეთილი გრძელდება 1.5 საათი.
თვეში რამდენი გაკვეთილია?
სასწავლო თვე მოიცავს 8 გაკვეთილს.
გადახდა როგორ ხდება?
სწავლის საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ საბანკო გადარიცხვით ყოველი ახალი სასწავლო თვის დაწყებამდე.
გაკვეთილზე გერმანულად/ინგლისურად ლაპარაკობენ?
გაკვეთილზე მხოლოდ გერმანულად ან ინგლისურად ლაპარაკობენ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ხდება ქართული ენის გამოყენება.
დაბრუნდით უკან მესინჯერში
Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.