ვირტუალური ტური ლონდონში ინგლისურ ენაზე
შესავალი
აღნიშნული გაკვეთილი განკუთვნილია ინგლისური ენის შემსწავლელთათვის B1/B1+/B2 დონეზე. ის მოიცავს ორ დავალებას.
გსურთ რეალური შედეგები ინგლისური ენის სწავლაში? მოგვწერეთ ❤️
პირველი დავალება ინგლისურ ენაში
პირველი დავალება დაეხმარება ინგლისური ენის შემსწავლელს გაიუმჯობესოს შემდეგი უნარები:
ა) ჩანაწერების/ჩანიშვნების წარმოების უნარი.
ბ) ვიზუალური გამოსახულების აღქმისა და მისი ვერბალურად გადმოცემის უნარი.
გ) მოსმენის უნარი.
პირველი დავალების ინსტრუქცია ინგლისური ენის შემსწავლელს ვიდეოზე საუბრის დავალების შესასრულებლად:
- ჩართეთ ვიდეო და მოუსმინეთ ვიდეოს წარმდგენს ინგლისურ ენაზე.
- შეგიძლიათ ჩართოთ სუბტიტრები (CC “იუთუბის” ვიდეოზე) და ისე უყუროთ ვიდეოს.
- შეგიძლიათ პერიოდულად დააპაუზოთ ვიდეო და მაუსის/სენსორული ეკრანის დახმარებით შეატრიალოთ ხედვის არე 360 გრადუსით (მარცხნივ, მარჯვნივ და წრიულად).
- შეგიძლიათ დააპაუზოთ, მოატრიალოთ კამერა, ჩაინიშნოთ ძირითადი ადგილები და აღწეროთ ისინი გარეგნულად (ძირითადად, გამოიყენეთ არსებითი სახელები და ზედსართავები).
- შეგიძლიათ დააპაუზოთ, მოატრიალოთ კამერა და აღწეროთ, თუ რას აკეთებს ხალხი მითითებულ ძირითად ადგილებზე (ძირითადად, გამოიყენეთ არსებითი სახელები და ზმნები შესაბამის დროში).
- თუ კამერა ნელა მოძრაობს, დაპაუზების გარეშე შეგიძლიათ მოატრიალოთ კამერა.
- როცა დაასრულებთ ვიდეოს ყურებას, შეგიძლიათ ჩანიშნული მეოთხე და მეხუთე პუნქტების მიხედვით ისაუბროთ ადგილებსა და ხალხზე.
მეორე დავალება
გთხოვთ, შეასრულოთ ტესტი.
გსურთ რეალური შედეგები ინგლისური ენის სწავლაში? მოგვწერეთ ❤️
იხილეთ მსგავსი ტესტი: ჯეფ ბეზოსის შთამაგონებელი გამოსვლა