ვაკანსია გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე

ქართულ-გერმანული აკადემია აცხადებს  ვაკანსიას გერმანული ენის ონლაინ მასწავლებლის პოზიციაზე სექტემბრიდან.

ქართულ-გერმანული აკადემია წარმოადგენს წარმატებულ ენის სკოლას, რომელიც სთავაზობს გერმანული და ინგლისური ენების ტრადიციულ და ონლაინ ენის კურსებს.

 სამუშაოს აღწერილობა

ამ ეტაპზე დატვირთვა მოიცავს კვირაში ორ ჯგუფთან გაკვეთილების ჩატარებას. თითოეულ ჯგუფს კვირაში აქვს ორი ონლაინ შეხვედრა (გაკვეთილი). ერთი შეხვედრის ხანგრძლივობაა 90 წუთი. 

მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი გერმანულ ფილოლოგიაში.
  • გერმანული ენის სწავლების გამოცდილება.
  • საინფორმაციო-ტექნოლოგიური, პასუხისმგებლობისა და ემპათიის უნარები.

მოვალეობები

  • გაკვეთილების ჩატარება პროგრამა „ზუმის“ მეშვეობით.
  • აკადემიის ონლაინ პორტალზე საშინაო დავალებებისა და დასწრების მონაცემების შეტანა. 

რას გთავაზობთ?

  • ხელშეწყობას და მხარდაჭერას სასწავლო პროცესში.
  • პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს.
  • სტაბილურ ანაზღაურებას ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით: ერთი გაკვეთილის ანაზღაურებაა 20 ლარი (ჯგუფში 5-6 სტუდენტის შემთხვევაში), 15 ლარი (ჯგუფში 1-4 სტუდენტის შემთხვევაში). ამჟამად შემოთავაზებულ ერთ ჯგუფში 5 სტუდენტია, მეორეში ნაკლები. 

 

შერჩევის პროცედურა:

  • CV-ების  გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება.
  • გერმანული ენის 15 წუთიანი სადემონსტრაციო ონლაინ გაკვეთილის ჩატარება და გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე info.gguni@gmail.com ან მესინჯერში.

მადლობა თანამშრომლობისთვის!