ახალი წელი დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში
ტრადიციულად, ინგლისში შობა უფრო პოპულარულია, ვიდრე ახალი წლის დღესასწაული. თუმცა, 2000 წლის შემდეგ, ახალი წელი ასევე აქტიურად აღინიშნება მაშხალების გაშვებით, განსაკუთრებით, ლონდონში, სადაც ათასობით ადამიანი მდინარე ტემზის სანაპიროზე იკრიბება, რომ ლონდონის ეშმაკის ბორბალთან (London Eye) დაახლოებით 12 წუთიანი საახალწლო ფეიერვერკი იხილოს.