ინფორმაცია სწავლის პირობების შესახებ 

 

სწავლების ფილოსოფია

ქართულ-გერმანული აკადემიის სწავლება ემყარება კომუნიკაციურ მიდგომას, რომელთან კომბინაციაში ასევე გამოიყენება ენის სწავლების სხვა აღიარებული მეთოდები.

სწავლების მთავარი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ შემსწავლელს შეეძლოს კურსის ფარგლებში ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის შესაბამისი კომუნიკაციური მიზნით გამოყენება.

სტუდენტის ცოდნის შემოწმება

ყოველ მერვე გაკვეთილზე (სასწავლო თვის ბოლოს) ტარდება ტესტირება, რომელიც ამოწმებს სტუდენტის პროგრესს. ტესტის შინაარსი მოიცავს გავლილ მასალას და ამოწმებს სტუდენტის ენობრივ უნარ-ჩვევებს  (ლექსიკურ-გრამატიკული ნაწილი, მოსმენის ნაწილი, წერის ნაწილი და საუბრის ნაწილი).

დონის დამადასტურებელი გამოცდა

ყოველი დონის დასრულებისას ტარდება გამოცდა, რომელიც ამოწმებს ოთხივე ენობრივ უნარ-ჩვევას. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება თუ აპლიკანტი მიიღებს მინიმუმ 51 ქულას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას უფასოდ მიეცემა უფლება კიდევ ერთხელ გავიდეს გამოცდაზე მომდევნო 10 დღეში. კვლავ ჩაჭრის შემთხვევაში, სტუდენტს მიეცემა რეკომენდაცია კურსი კვლავ გაიაროს ან მიიღოს კურსზე დასწრების სერტიფიკატი.

გამოცდა ტარდება დონის დასრულების ბოლო კვირას.

 

ექსტენსიური კურსის ხანგრძლივობა

/კვირაში ორჯერ. ერთი გაკვეთილი - 1.5 ასტრონომიული საათი/

ინგლისური ენა

ინგლისური ენა A1.1 (Beginner)  - 3 სასწავლო თვე.

ინგლისური ენა A1.2 (Elementary) - 4 სასწავლო თვე.

ინგლისური ენა A2 (Pre-Intermediate) - 5 სასწავლო თვე.

ინგლისური ენა B1 (Intermediate)  - 6 სასწავლო თვე.

ინგლისური ენა B2 (B2.1 + B2.2) (Upper-Intermediate)) - 12 სასწავლო თვე (ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაემატოს B2.3 კურსი- 3 სასწავლო თვე).

 ინგლისური ენა C1 (Advanced)  - 6 სასწავლო თვე.

 

გერმანული ენა

A1 დონის გერმანული ენის კურსები

  • გერმანული  ენა A1.1 - 3 სასწავლო თვე. 
  • გერმანული  ენა A1.2 - 4 სასწავლო თვე. 

A2 დონის გერმანული ენის კურსები

  • გერმანული  ენა A2.1 - 5 სასწავლო თვე. 
  • გერმანული  ენა A2.2 - 5 სასწავლო თვე. 
B1 დონის გერმანული ენის კურსები
  • გერმანული  ენა B1.1 - 5 სასწავლო თვე. 
  • გერმანული  ენა B1.2 - 5 სასწავლო თვე. 

B2 დონის გერმანული ენის კურსები

  • გერმანული  ენა B2.1 - 5 სასწავლო თვე. 
  • გერმანული  ენა B2.2 - 5 სასწავლო თვე. 
  • გერმანული  ენა B2.3 - 5 სასწავლო თვე. 

 

ტერმინების განმარტება

ექსტენსიური სასწავლო კურსი - ტარდება კვირაში ორჯერ.

1 სასწავლო თვე = 8 გაკვეთილი.

1 გაკვეთილი = 1.5 ასტრონომიულ საათი.

 

Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.