მოგზაურობა იწყება აქ...

ქართულ-გერმანული აკადემია მტკიცე და საინტერესო აკადემიური სტილის მიმდევარია, რაც სტუდენტს პასუხისმგებლობასა და მოტივაციას უვითარებს სწავლის გზაზე.

ისწავლე ქართულ-გერმანულ აკადემიაში

და იარე წინ...

გაიუმჯობესე შენი ცხოვრება მაღალი ხარისხის ზოგადი ინგლისურის კურსებით.

ისწავლე კვალიფიციურ მასწავლებლებთან

ჩვენი ყველა პედაგოგი მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალია.

საერთაშორისო გამოცდილება

 ჩვენ დაგეხმარებით, რომ სწავლა გააგრძელოთ ინგლისურენოვან და გერმანულენოვან ქვეყნებში.

სოციალური გამოცდილება

ჩვენი სტუდენტებს შეუძლიათ სოციალური გამოცდილების მრავალფეროვან პროგრამაში ჩაერთონ.

ონლაინ სწავლება

სწავლება მოიცავს ცოცხალ ონლაინ სასწავლო აქტივობებს.

სასაუბრო ზოგადი ინგლისურის ონლაინ კურსი ინგლისურენოვან მასწავლებელთან

 

ინფორმაცია კურსის შესახებ

სწავლების დონეები: B1, B1+, B2 და C1

დონის განმსაზღვრელი ტესტი:  დონის განსაზღვრელი ტესტი მოიცავს ლექსიკურ-გრამატიკულ ტესტსა და 10 წუთიან გასაუბრებას ინგლისური ენის პედაგოგთან. ტესტის გავლის საფასური კურსის დაწყების შემთხვევაში, შევა სწავლების საფასურში.

მოსწავლეთა ასაკი: 12 წლიდან. 

ინტენსიური კურსის ხანგრძლივობა დონეების მიხედვით:  36 საათი, 8 კვირა. ერთი გაკვეთილი გრძელდება 90 წუთი. 

გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 3

მასწავლებელი: სერტიფიცირებული ინგლისურენოვანი მასწავლებელი (Native speaker).

8 კვირიანი კურსის საფასური: 500 ლარი. სწავლის საფასურის სრულად, წინასწარ გადახდა საბანკო გადარიცხვით ხდება. სრული ინფორმაცია პირობებთან დაკავშირებით, წინასწარ მოგეწოდებათ იმეილით. 

სასწავლო მასალები: სასწავლო მასალები ელექტრონული სახით უფასოდ გადაეცემათ მოსწავლეებს.

სწავლების მეთოდოლოგია: კურსი ძირითადად ეყრდნობა კომუნიკაციურ მიდგომას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდს ენის სწავლებაში.

შემსწავლელთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: მაქსიმუმ 6 მოსწავლე.

დამატებით: ონლაინ პორტალი საინტერესო ვიდეოებით, ტესტებით, საუბრისთვის აუცილებელი სიტყვების სიით.

შემაჯამებელი გამოცდა: კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა, საუბრის უნარის პროგრესის შესამოწმებლად. თქვენ თვალნათლივ დაინახავთ, რა შედეგს მიაღწია მოსწავლემ კურსის განმავლობაში.

სერტიფიკატი: კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი. 

რეკომენდაცია: კურსის წარმატებით გავლისთვის აუცილებელია, რომ მოსწავლე დაესწროს გაკვეთილების სულ ცოტა 60%-ს მაინც და საუბრის ფინალურ გამოცდაში აიღოს სულ ცოტა 51%.

აუცილებელია გქონდეთ ლეპტოპი ან კარგი მონაცემების მქონე ტელეფონი გამართული მიკროფონითა და ვიდეო კამერით. 

რეგისტრაცია

Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.