ონლაინ სწავლების ინსტრუქცია

 

შესავალი

სინქრონული ონლაინ სწავლებისთვის ქართულ-გერმანული აკადემია იყენებს პროგრამა Zoom-ის ფასიან ვერსიას, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებული პლატფორმაა.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა ჩატარდეს პირისპირ გაკვეთილი, ხარისხიანი ხმის გადაცემის და ვიდეო გამოსახულების რეჟიმში ერთდროულად უამრავ სტუდენტთან. სტუდენტები ხედავენ მასწავლებელს, ესმით მისი ხმა, ხედავენ მასწავლებლის კომპიუტერის გაზიარებულ ეკრანს, ესმის მოსასმენი დასავალებები ისე, თითქოს საკუთარ კომპიუტერში ჰქონდეთ ჩართული, შეუძლიათ დაინახონ თეთრი დაფა სადაც მასწავლებელი წერს მაგალითებს.

ამ კუთხით, პროგრამა სჯობს მსოფლიოში აღიარებულ ბევრ პროგრამას ხარისხისა და საიმედოობის კუთხით.

ქართულ-გერმანულ აკადემიის Zoom პლატფორმაში ჩართვა ძალიან მარტივია.

პროცედურა:

კომპიუტერში

  1. აუცილებელია წვდომა მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის ინტერნეტთან (ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან ნორმალური სიძლიერის Wi-Fi უმჯობესია, რადგანაც ვიდეოგამოსახულებას მეტი მეგაბაიტი სჭირდება; მაგალითად, ისეთი ხარისხი სადაც YouTube იხსნება), ასევე ტელეფონის სპიკერები   და მიკროფონი მუშაობდეს (რომ გაიგონოთ სხვისი ხმა და გადასცეთ საკუთარი ხმა) ან  იქონიოთ ყურსასმენები მიკროფონით, რომ კარგად გაიგონოთ და გადასცეთ ხმა.
  2. ინტერნეტიდან გადმოწერთ და აინსტალირებთ პროგრამას Zoom.
  3. დაინსტალირების შემდგომ საჭიროა რეგისტრაცია Gmail, Facebook, ელფოსტის მეშვეობით. გირჩევთ აირჩიოთ Gmail ან Facebook რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გადაყავხართ ბრაუზერის ახალ გვერდზე, გთხოვთ Gmail ან Facebook სახელისა და პაროლის შეყვანას და დადასტურების შემდეგ უკვე უშუალოდ ხსნის Zoom აპლიკაციას.
  4. ამის შემდეგ  აპლიკაციას უფლება უნდა მისცეთ გააქტიუროს აუდიო, ვიდეო და ა.შ. მოკლედ, უნდა დაადასტუროთ ყველა მოთხოვნა დადებითად.
  5. შემდგომ, აპლიკაციას გამოაქვს რამდენიმე ღილაკი: New Meeting (ახალი შეხვედრა), Join (შეერთება), Schedule (შეხვედრის დაგეგმვა) და Share screen (ეკრანის გაზიარება).
  6. თქვენ, როგორც სტუდენტს გჭირდებათ აირჩიოთ Join (შეერთება).
  7. ამის შემდეგ გამოდის შეტყობინება რომ შეიყვანოთ ID.
  8. შეიყვანეთ აკადემიის პერსონალური ID თქვენი გაკვეთილის დროს.
  9. თუ გაკვეთილი დაწყებულია, ავტომატურად ხვდებით ლექტორის მიერ გახსნილ ვიდეოგაკვეთილის ფანჯარაში.
  10. მარცხენა დაბალ კუთხეში გააქტიურეთ ვიდეო და აუდიო, თუ ისინი წითლად არის მონიშნული.
  11. დაიწყეთ გაკვეთილი!

ტექნიკური დახმარება: აკადემიის სტუდენტებმა მოგვწერეთ info.gguni@gmail.com  ან დაგვირეკეთ ტელეფონზე 593 500 996.

ვიზუალიზაცია:

 

ტელეფონში

  1. აუცილებელია წვდომა მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის ინტერნეტთან (Wi-Fi უმჯობესია, რადგანაც ვიდეოგამოსახულებას მეტი მეგაბაიტი სჭირდება; მაგალითად, ისეთი ხარისხი სადაც YouTube იხსნება), ასევე ტელეფონის სპიკერები   და მიკროფონი მუშაობდეს (რომ გაიგონოთ სხვისი ხმა და გადასცეთ საკუთარი ხმა) ან  იქონიოთ ყურსასმენები მიკროფონით, რომ კარგად გაიგონოთ და გადასცეთ ხმა.
  2. დააწკაპუნეთ და ინტერნეტიდან გადმოწერეთ Zoom Cloud Meeting Google Play Store-იდან ან Apple Store-იდან ან პირდაპირ შედით Google Play Store-ში ან Apple Store-ში  და დააყენეთ აპლიკაცია Zoom Cloud Meeting.
  3. აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ გამოდის სამი ღილაკი: Sign in (აპლიკაციაში შესვლა), Sign up (აპლიკაციაში რეგისტრაცია. კერძოდ, Gmail, Facebook, ელფოსტის მეშვეობით. გირჩევთ აირჩიოთ Gmail ან Facebook რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, გადაყავხართ ბრაუზერის ახალ გვერდზე, გთხოვთ Gmail ან Facebook სახელისა და პაროლის შეყვანას და დადასტურების შემდეგ უკვე უშუალოდ ხსნის Zoom აპლიკაციას) და ბოლოს Join (შეერთება). თუ თქვენ არ გსურთ რეგისტრაცია (რაც სასურველია), შეგიძლიათ პირდაპირ დააწკაპუნოთ ღილაკზე Join (შეერთება ) და ჩაწეროთ ჩვენი აკადემიის ID.
  4. ამის შემდეგ მისცეთ უფლება აპლიკაციას გააქტიუროს აუდიო, ვიდეო და ა.შ. მოკლედ, უნდა დაადასტუროთ ყველა მოთხოვნა დადებითად.
  5. შემდგომ, აპლიკაციას გამოაქვს რამდენიმე ღილაკი: New Meeting (ახალი შეხვედრა), Join (შეერთება), Schedule (შეხვედრის დაგეგმვა) და Share screen (ეკრანის გაზიარება).
  6. თქვენ, როგორც სტუდენტს გჭირდებათ აირჩიოთ Join (შეერთება).
  7. ამის შემდეგ გამოდის შეტყობინება რომ შეიყვანოთ
  8. შეიყვანეთ აკადემიის პერსონალური ID თქვენი გაკვეთილის დროს.
  9. თუ გაკვეთილი დაწყებულია, ავტომატურად ხვდებით ლექტორის მიერ გახსნილ ვიდეოგაკვეთილის ფანჯარაში.
  10. მარცხენა დაბალ კუთხეში გააქტიურეთ ვიდეო და აუდიო, თუ ისინი წითლად არის მონიშნული.
  11. დაიწყეთ გაკვეთილი!

ტექნიკური დახმარება: აკადემიის სტუდენტებმა მოგვწერეთ info.gguni@gmail.com  ან დაგვირეკეთ ტელეფონზე 593 500 996

ვიზუალიზაცია

 

გისურვებთ წარმატებებს!

Good luck!

Viel Glück!