მრავლობითი რიცხვი ინგლისურში

მრავლობითი რიცხვი ინგლისურში

ძირითადი წესები (დონე A2)

 

* * *
+ -s
მრავლობით რიცხვში,  არსებითი
სახელების უმრავლესობას ემატება დაბოლოება –s:

book-books
apple-apples
photo-photos

* * *
+ -es
არსებით სახელებს, რომლებიც მთავრდება
დაბოლოებებით –s, –ss, –sh, –ch, –x,
ბოლოს ემატება –es:

bus-buses
brush-brushes
church-churches
dress-dresses
box-boxes

* * *
f/-fe ves მრავლობით რიცხვში:
არსებით სახელებს, რომლებიც მთავრდება
დაბოლოებით –f/-fe,
მრავლობითში ეს დაბოლოებები
გარდაიქმნება დაბოლოებით –ves:

wolf-wolves
life-lives
knife-knives

* * *
არსებით სახელებს, რომლებიც მთავრდება
დაბოლოებით y და y დაბოლოების წინ თანხმოვანია,
y გარდაიქმნება დაბოლოებით –ies:

family-families
city-cities
country-countries

* * *
არაწესიერი არსებითი სახელები
მრავლობით რიცხვში:
man-men
child-children
foot-feet

ასევე იხილეთ: ფრაზული ზმნები ინგლისურ ენაში