მადლიერების დღე


დღეს 26 ნოემბერია, მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მადლიერების დღე ყოველწლიური ეროვნული დღესასწაულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მიძღვნილი მოსავლისა და გასული წლის სიკეთის მიმართ. ამერიკელებს სჯერათ, რომ მადლიერების დღე, 1621 წელს პლიმუთის კოლონიაში ინგლისელი კოლონისტებისა და ვამპანოაგის ტომის მიერ მოსავლის დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნას უკავშირდება.

მადლიერების დღე ოფიციალური დღესასწაული მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ჩრდილოეთ შტატების წარმომადგენლები წამყვანი გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში. 1863 წლის 3 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის დროს, პრეზიდენტმა აბრაჰამ ლინკოლნმა 26 ნოემბერი მადლიერების დღედ გამოაცხადა. 1942 წელს საბოლოოდ დადგინდა, რომ მადლიერების დღე აღინიშნოს ნოემბრის თვის მეოთხე ხუთშაბათს (რომელიც ყოველთვის არ არის ბოლო ხუთშაბათი).

ამ დღეს ამერიკასა და კანადაში, ოჯახები და მეგობრები სადღესასწაულოდ იკრიბებიან. ხშირად ტარდება პარადები და საფეხბურთო მატჩები.

ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა მოიცავს ინდაურს, შეკმაზულ პურს, კარტოფილს, მოცვსა და გოგრის ღვეზელს.

დღესასწაული სიმბოლოა მშვიდობის, შესაძლებლობებისა და ოჯახის ერთიანობის.

წყარო: The Encyclopædia Britannica