5 მაისი, 2022
ქართულ-გერმანული აკადემია ინგლისური ენის წამყვანი საერთაშორისო გამოცდის სისტემის (IELTS) პარტნიორი გახდა.
IELTS ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატია, რომელიც მთელი მსოფლიო მასშტაბით ბევრ ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, სადაც უნივერსიტეტებში მიღება, ხშირად სწორედ IELTS სერტიფიკატისა და შესაბამისი ქულების წარდგენით ხდება.
ევროპულ უნივერსიტეტებსა და დიდ ბრიტანეთში, IELTS-ის მიღებული მინიმალური ქულაა 6 ან 6.5, რაც B2 დონეს შეესაბამება.
პარტნიორობა მოიცავს IELTS გამოცდაში მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას. ნებისმიერ პირს, რომელმაც უკვე გაიარა/ჩააბარა IELTS გამოცდა, შეუძლია გამოცდის შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ქართულ-გერმანული აკადემიის მეშვეობით მიიღოს.
აკადემია გეგმავს, მომავალში გააფართოვოს თანამშრომლობის არეალი კემბრიჯის უნივერსიტეტთან და IELTS ორგანიზაციასთან. აკადემია ასევე გახდა IELTS-ის პარტნიორი ორგანიზაცია IELTS ქულების აღიარების კუთხით.
ასევე იხილეთ: ქართულ-გერმანული აკადემია კემბრიჯის უნივერსიტეტის სკოლების ქსელის წევრი გახდა