2020 წლის 19 სექტემბერს, ქართულ-გერმანულ აკადემიაში, B1.1 ჯგუფში წარმატებით ჩატარდა სასაუბრო გერმანულის გაკვეთილი (Konversationskurs) გერმანელ მასწავლებელთან (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).
ინტერაქტიური გაკვეთილი საათნახევარი გაგრძელდა. ის მოიცავდა სხვადასხვა საინტერესო თემაზე სტუდენტების მიერ აზრის გამოთქმას, მცირე დიალოგებს, დაზუსტებებს, მასწავლებლის მიერ სტუდენტების საუბრის ლექსიკურ-გრამატიკული ნაწილის კორექტირებასა და უკუგებას.
სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის პროცესში სხვადასხვა ფორმით. საერთო შეფასებით, პირველმა გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.