ქართულ-გერმანული აკადემია
ქართულ-გერმანული აკადემია არის გერმანული და ინგლისური ენების კერძო სკოლა, რომელიც განთავსებულია თბილისში. აკადემიის დაფუძნება განაპირობა შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიდგომის დანერგვის აუცილებლობამ. აკადემიის დამფუძნებლებმა, რომელთაც საქართველოს უნივერსიტეტებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, კარგად დაინახეს რომ საჭიროა პროცესზე ფოკუსირებული სწავლებიდან შედეგზე მიმართული სწავლების განხორციელება.
მისია
- შედეგზე ორიენტირებული და საინტერესო სასწავლო გარემოს შეთავაზება ენის შემსწავლელთათვის.
- სამართლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შეთავაზება პერსონალისთვის.
ჩვენი ღირებულებები
- ხარისხი – ჩვენი სწავლება ემყარება ენის სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც შედეგზე ორიენტირებულ, კარგად სტრუქტურირებულ და საინტერესო სასწავლო პროცესს ქმნის. ჩვენი მასწავლებლები სხვადასხვა უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე ლექტორებია, რომელთაც წლების განმავლობაში მრავალ სტუდენტთან მიუღწევიათ მაღალი შედეგი. აკადემიის სწავლების ფილოსოფია ემყარება აღიარებულ კომუნიკაციური სწავლების მიდგომას. კურსის ბოლოს ენის შემსწავლელს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციისთვის აუცილებელი კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის, ასევე განსხვავებულ კულტურულ გარემოში ადაპტირებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- კულტურა – ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ გერმანულ და ინგლისურ ენებს, არამედ სტუდენტებს ვუქმნით წარმოდგენას გერმანიის/ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის/ამერიკის შეერთებული შტატების კულტურაზე.
- კომუნიკაცია – ჩვენი სასწავლო გარემო მიმართულია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში ენობრივი და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
- ღიაობა – აკადემიის პერსონალი ღია არის სწავლების ახალი იდეებისა და გამოცდილების მისაღებად. ჩვენთვის ენის სწავლება წარმოადგენს გზას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს გახდნენ უფრო ღია, ახალი იდეების, კულტურული გამოცდილებისა და ადამიანების მისაღებად.
- პატიოსნება – ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრინციპია პატიოსნება. საქმიან და სასწავლო ურთიერთობებში, ამასვე მოვითხოვთ ჩვენი მასწავლებლების, სტუდენტებისა და პარტნიორებისგან.
Copyright © 2018 Georgian-German Academy. All Rights Reserved.