ლეგალური დასაქმება სტუდენტებისთვის გერმანიაში

ვის შეუძლია დასაქმდეს?

სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში  ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და არ აქვთ შეჩერებული სტუდენტის სტატუსი (არიან ე.წ. “აქტიური სტატუსის” მქონე სტუდენტები).

წელიწადში რამდენჯერ შეიძლება არდადეგების პერიოდის სამუშაო ნებართვის მოპოვება?

ამ ნებართვის მოპოვება  შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.

რამდენია არდადეგების პერიოდის სტუდენტური სამუშაოს ხანგრძლივობა წელიწადში?

მაქსიმუმ 90 დღე. შესაძლებელია, ზამთარში გამოიყენოთ ერთი თვე და ზაფხულში 2 თვე. მთავარია, 90 დღიან ლიმიტს არ გადაცდეთ.

როდის შეიძლება წასვლა?

როცა საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ოფიციალურად გამოცხადებულია ზამთრის ან ზაფხულის არდადეგები.

ენის ცოდნის რა დონე მოითხოვება?

ზოგიერთი დამსაქმებლისთვის საკმარია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ზოგიერთი ასევე ითხოვს სასაუბრო გერმანული ენის ფლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია თუ ამ ორივე დონეზე გარკვეული კომპეტენციები გექნებათ  (ჩვენს აკადემიაში შეგიძლიათ ორივე ენა ამ მიზნებისთვის შეისწავლოთ ან ენობრივი უნარები გაიუმჯობესოთ).

საჭირო საბუთები:

არდადეგების სამუშაოზე მოწვევა გერმანიიდან

დამსაქმებლის მიერ შესავსები ფორმულარი შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული მედიაციის შესახებ

დამსაქმებლის მიერ შესავსები ფორმულარი მოწვეული სტუდენტის შესახებ

საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტში შევსებული და ბეჭედდასმული ფორმულარი სტუდენტის შესახებ

 

წყარო: https://www.arbeitsagentur.de/unternehmen/arbeitskraefte/auslaendische-studierende?fbclid=IwAR14YxZzK5NlYycy5lVi0zaFmJ7PwoqAudyQFqix73UWr-2W5TTvXpzvf_Q